Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა


დღეს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ შეხვედრაზე,

დღეს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ შეხვედრაზე,
რომლის მიზანი ევროკავშირის სამიტის მომზადებაა. სამიტი 4 ნოემბერს დაიწყება და ეძღვნება კავშირის ეკონომიკურ რეფორმას. დღეს მინისტრებმა განიხილეს, აგრეთვე, ერაყისთვის დახმარების აღმოჩენისა და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხები. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, ჰოლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბერნარდ ბოტმა განაცხადა, რომ კავშირს განზრახული აქვს, გააფართოვოს ერაყთან ვაჭრობის მოცულობა, რათა ამ ქვეყანას ეკონომიკის აღდგენაში დაეხმაროს. პარასკევისთვის დაგეგმილია ევროკავშირის ლიდერთა შეხვედრა ერაყის დროებითი მთავრობის თავმჯდომარესთან იად ალავისთან.
XS
SM
MD
LG