Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ერაყში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის


საქართველო ერაყში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.

საქართველო ერაყში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.
ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ. “შეერთებული შტატებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება ერაყში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია”, თქვა ერელიმ. როგორც მან აღნიშნა, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საქართველომ ფასეული და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ანტიტერორისტული კოალიციის გაძლიერებისა და ერაყელი ხალხის მხარდაჭერაში. საქართველოს სამხედრო კონტინგენტი უკვე რამდენიმე თვეა, ერაყში იმყოფება.
XS
SM
MD
LG