Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტობის ორი მთავარი კანდიდატის


უკრაინის პრეზიდენტობის ორი მთავარი კანდიდატის მხარდამჭერები ერთმანეთს

უკრაინის პრეზიდენტობის ორი მთავარი კანდიდატის მხარდამჭერები ერთმანეთს
კვირას ჩატარებული კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, ხმების 97 პროცენტის დათვლის შემდეგ, ლიდერობს პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 39,88-მა პროცენტმა. ამავე მონაცემების თანახმად, მისმა მთავარმა მეტოქემ, ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ იუშჩენკომ ხმების 39,22 პროცენტი მოაგროვა. იუშჩენკოს მომხრეები აცხადებენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ხმების ხელახალ დათვლას მოითხოვენ. თავის მხრივ, ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ დასავლეთ უკრაინაში მიცემული ხმების 15-20 პროცენტი გაყალბებულ იქნა იუშჩენკოს სასარგებლოდ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბრისთვის დაინიშნა.
XS
SM
MD
LG