Accessibility links

ავღანეთში, 9 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო


ავღანეთში, 9 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად

ავღანეთში, 9 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად
ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი ჰამიდ კარზაი გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ექსპერტებმა დაამთავრეს განხილვა კანდიდატთა საჩივრებისა, რომლებიც კენჭისყრის პროცესში ჩადენილ დარღვევებს უკავშირდებოდა. ექსპერტთა დასკვნით, დარღვევები იმდენად მნიშვნელოვანი არ ყოფილა, რომ კენჭისყრის შედეგზე გავლენა მოეხდინა. გაეროსა და ავღანეთის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზაქიმ შაჰმა ქაბულში გამართულ ცერემონიაზე ჰამიდ კარზაი ოფიციალურად დაასახელა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად. კარზაიმ კენჭისყრის პირველივე ტურში მოაგროვა გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმათა უბრალო უმრავლესობა. მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 55 პროცენტზე მეტმა.
XS
SM
MD
LG