Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მწვანეთა პარტია პარლამენტისგან მოითხოვს


საქართველოს მწვანეთა პარტია პარლამენტისგან მოითხოვს ეკოლოგიური გადასახადის აღდგენას,

საქართველოს მწვანეთა პარტია პარლამენტისგან მოითხოვს ეკოლოგიური გადასახადის აღდგენას,
რომელიც კანონმდებლებმა 28 ოქტომბრის სხდომაზე ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების საფუძველზე გააუქმეს.
მწვანეთა პარტია მიიჩნევს, რომ ეკოლოგიური გადასახადების გაუქმება არის ეკონომიკის თავისუფალი, საბაზრო ურთიერთობებიდან საბჭოური, ტოტალიტარული მართვის პრინციპებზე გადასვლა. "ყოვლად დაუშვებელია მოქმედი კანონმდებლობით, საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით აღიარებული გარემოსდაცვითი პრინციპების დარღვევა, რაც უფრო დაამძიმებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობას, ქვეყანაში შექმნის უპასუხისმგებლობის ატმოსფეროს და შელახავს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე", - ნათქვამია "მწვანეთა" განცხადებაში.
XS
SM
MD
LG