Accessibility links

logo-print

პირველი წელი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტზე


ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ილჰამ ალიევმა ყურანსა და აზერბაიჯანის კონსტიტუციაზე დაიფიცა, რომ ქვეყანას დემოკრატიული რეფორმების გზით წაიყვანდა,

რომ მისი მმართველობა აზერბაიჯანში “მშვიდობასთან, წესრიგთან, პროგრესთან, სტაბილურობასთან და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან იქნებოდა დაკავშირებული”. ეს სიტყვები ილჰამ ალიევმა 2003ი 31ტ ოქტომბერს წარმოთქვა, პრეზიდენტად ინაუგურაციისას, როცა აღმოცენდა პირველი პოლიტიკური დინასტია პოსტსაბჭოთა სივრცეში. მსმენელმა იცის: ილჰამ ალიევის წინამორბედი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტზე მამამისი იყო - ჰეიდარ ალიევი. ზოგადად, ეს გარემოება არ ითვლება ქვეყნის დემოკრატიულობის ნიშნად. რამდენად დემოკრატიული ვითარება აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ.

ილჰამ ალიევს რთულ პირობებში მოუხდა მმართველობის დაწყება - 2003ი წლის 15ტი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ ოპოზიციის ათი ათასობით მომხრე გავიდა ბაქოს ქუჩებში: დემონსტრანტები ირწმუნებოდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ სინამდვილეში გაიმარჯვა მათი ბანაკის, ოპოზიციის წარმომადგენელმა, ისა გამბარმა. დაიწყო არეულობა, პოლიციასთან შეტაკებები, დაიღუპა სულ ცოტა 1ი კაცი. მომდევნო კვირებში ოპოზიციის ასობით აქტივისტი შეიპყრეს, დახურეს მუსავათური პარტიის შტაბ-ბინა, აკრძალეს მთავრობისადმი კრიტიკული გაზეთები.

მოგვიანებით აკრძალვები შემსუბუქდა. დაკავებულთა უმეტესობაც რამდენიმე კვირაში გამოუშვეს - ციხეში მათ, როგორც ამბობენ, ცუდად ეპყრობოდნენ. ოპოზიციის შვიდ ლიდერს კი სასამართლო პროცესი მოუწყეს, ბაქოელების ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით. მათ განაჩენები სულ ცოტა ხნის წინ გამოუტანეს, 22რ ოქტომბერს: ლაპარაკია თავისუფლების აღკვეთაზე სხვადასხვა ვადით - უმაღლესი სასჯელი 5თწლიანი პატიმრობა. ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები. ბაქოელი პოლიტოლოგი რასიმ მუსაბეიოვი კი განმარტავს.

“ამ მხრივ, აზერბაიჯანი დიდად არ განსხვავდება რუსეთისა და სომხეთისაგან. რაც კიდევ უფრო უარესია: ის შუა აზიასთან მსგავსებას იძენს. ეს არ არის ახალგაზრდა ალიევის მიერ მოტანილი სიახლე - ის უფროსი ალიევის მმართველობისას იქნა შემუშავებული. მაგრამ ორ ალიევს შორის დიდი სხვაობაა ის, რომ უფროსი ალიევი თავს საკმარისად ძლიერად გრძნობდა საიმისოდ, რომ ნაწილობრივ თავისუფლებას შეგუებოდა. მაგრამ როცა ხელისუფლების სათავეში ახალგაზრდა ალიევი ჩადგა, მმართველი ელიტა, ცოტა არ იყოს, დაფრთხა და არ მოისურვა ნაწილობრივ თავისუფლებასთან შეგუება”.

თავისი სიტყვების დასტურად მუსაბეიოვს მოჰყავს შეფასება, გაკეთებული ორგანიზაცია თავისუფლების სახლის მიერ. ვაშინგტონში დაფუძნებული ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თავის წლევანდელ ანგარიშში მსოფლიოში სამოქალაქო თავისუფლებების საკითხზე აზერბაიჯანს მოიხსენიებს “არა-თავისუფალ ქვეყნებს” შორის, მაშინ როცა წინა ანგარიშის მიხედვით, ასეა თუ ისე, “ნაწილობრივ თავისუფლად” მიიჩნევდა.
მაგრამ ყველა არ იზიარებს შეფასებას, ბოლო წლის მანძილზე აზერბაიჯანში ვითარების გაუარესებაზე. მოსკოვში დაფუძნებულ ორგანიზაცია ... წევრი, შაჰინ რზაევი, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, განვლილი წლის მანძილზე მომხდარ წინსვლაზეც კი ლაპარაკობს...

“აზერბაიჯანმა შეასრულა თითქმის ყველა ვალდებულება, ნაკისრი ევროსაბჭოს წინაშე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხში. ამნისტია შეეხო 923მ პატიმარს... თითქმის ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელსაც ასეთად აღიარებდნენ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, გათავისუფლებულია. ზოგი აზერბაიჯანში დარჩა, ზოგი ქვეყნიდან წავიდა”.
ილჰამ ალიევის ოპონენტები ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტი კორუფციას არ ებრძვის, რომ პოლიტიკურ ელიტაში ახალი კადრები არ შეჰყავს: მართლაც, ცნობილია, რომ თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ალიევი-უფროსის ყველა მინისტრმა შეინარჩუნა თანამდებობები. და ბაქოელი პოლიტოლოგი მუსაბეიოვი დაასკვნის:

“მე ამას აზერბაიჯანის ცხოვრებაში “უძრაობის ხანას” ვუწოდებდი. ინერციულობა, რომელიც ახასიათებდა უფროსი ალიევის მმართველობის ბოლო წლებს, ახალგაზრდა ალიევის დროსაც გრძელდება”.

ბუნებრივია, პრეზიდენტი, მთავრობა კრიტიკას უარყოფენ - ლაპარაკობენ გასული წლის მანძილზე მიღწეულ ეკონომიკურ წინსვლაზე, ინფლაციის შემცირებაზე, ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე. მაგრამ საკითხავია, რამდენად შესამჩნევია ეკონომიკური გაჯანსაღება მოსახლეობისათვის? როგორც მოსკოველი პოლიტოლოგი საჰინ რზაევი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობპროდუქტები აზერბაიჯანის საექსპორტო შემოსავლის 85მდე პროცენტს შეადგენს, მოსფლიო ბაზარზე ნავთობის მკვეთრ გაძვირებას, და შესაბამისად აზერბაიჯანის შემოსავლების მატებას, ოდნავაც არ გაუუმჯობესებია მოსახლეობის ცხოვრების პირობები:

“სამწუხაროდ, ეს ფული მოსახლეობამდე არ მიდის, ის “სტაბილიზაციის ფონდში” რჩება. პირველი იანვრიდან მოიმატებს პროდუქტების, ენერგომატარებლების, გაზის ფასი. ვფიქრობ, მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობები უარესდება და თავს იჩენს სრულიად გამართლებული შეკითხვა: რატომ?”

არც თუ გამამხნევებელი დასკვნაა ილჰამ ალიევის პრეზიდენტობის პირველი წლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG