Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯ


შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯ ბუშმა გაიმარჯვა.

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯ ბუშმა გაიმარჯვა.
ბუშმა მადლობა გადაუხადა თავის ამომრჩევლებს და პირობა დადო, რომ გააგრძელებს რიგ ინიციატივებს, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში დემოკრატიის დამყარებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, გადასახადების შემცირებასა და ეკონომიკის გამოცოცხლებას. [ბუშის ხმა] "ამერიკამ თავისი სიტყვა თქვა და მე ქედს ვიხრი ჩემი თანამემამულეების მიერ გამოხატული ნდობის წინაშე. ეს ნდობა ნიშნავს მოვალეობას, ვემსახურო ყველა ამერიკელს და მე ყოველ ღონეს ვიხმარ, რათა ყოველდღე აღვასრულო ეს ჩემი მოვალეობა როგორც პრეზიდენტმა." ბუშის კონკურენტმა, დემოკრატმა ჯონ კერიმ დამარცხება აღიარა და გამარჯვება მიულოცა ბუშს. [ჯონ კერის ხმა]: "ამ ბრძოლაში არ დავნებდებოდი, გამარჯვების შანსი რომ გვქონოდა. მაგრამ ახლა უკვე ნათელია, რომ პირობითი ხმების დათვლის შემდეგაც კი - რაც აუცილებლად მოხდება - ჩვენს სასარგებლოდ მოცემული ხმების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდება ოჰაიოში გასამარჯვებლად და, შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებს ვერ მოვიგებთ."
XS
SM
MD
LG