Accessibility links

logo-print

ავღანეთში, 9 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო


ავღანეთში, 9 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჰამიდ კარზაის მეტოქეებმა

ავღანეთში, 9 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჰამიდ კარზაის მეტოქეებმა
თავიანთი მარცხი აღიარეს. კარზაიმ კენჭისყრის პირველივე ტურში მოაგროვა გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმათა უბრალო უმრავლესობა. საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 55-მა პროცენტმა. კარზაის მთავარმა მეტოქემ, განათლების ყოფილმა მინისტრმა იუნუს ყანუნიმ განაცხადა: [იუნუს ყანუნის ხმა] "დარწმუნებული ვარ, თუ არ ვაღიარეთ არჩევნების შედეგები და, საერთოდ, ეჭვქვეშ დავაყენეთ მისი ლეგიტიმურობა, ქვეყანას ისევ კრიზისი მოიცავს. ეს აუცილებლად მოჰყვება დაპირისპირებას პრეზიდენტობის კანდიდატთა მომხრეებს შორის. საბოლოოდ კი განხეთქილება მიგვიყვანს სამოქალაქო ომამდე, ეთნიკურ შეტაკებებამდე."
გადაწყვეტილება გამარჯვებულად ჰამიდ კარზაის გამოცხადების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც ექსპერტებმა დაამთავრეს განხილვა კანდიდატთა საჩივრებისა, რომლებიც კენჭისყრის პროცესში ჩადენილ დარღვევებს უკავშირდებოდა. ექსპერტთა დასკვნით, დარღვევები იმდენად მნიშვნელოვანი არ ყოფილა, რომ კენჭისყრის შედეგზე გავლენა მოეხდინა.
XS
SM
MD
LG