Accessibility links

logo-print

საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს აფხაზეთში


საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს აფხაზეთში 3 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების

საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს აფხაზეთში 3 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების
ლეგიტიმურობას ორი მიზეზით: აფხაზეთში ჯერ არ დაბრუნებულან დევნილები და არ არის განსაზღვრული მისი პოლიტიკური სტატუსი. ასეთი განცხადება გააკეთა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა ჰაიდი ტალიავინიმ. მისივე თქმით, გაერო, ისევე როგორც კონფლიქტის მოგვარების პროცესში მონაწილე ყველა მხარე, დაინტერესებულია აფხაზეთში ისეთი ადამიანის გამოჩენით, რომელთანაც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკება. ტალიავინიმ დასძინა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს საქართველოში გამსვლელი სხდომის ჩატარების შესაძლებლობას, რომელზეც აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაზე იმსჯელებენ. გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში გამსვლელი სხდომის ჩატარება ხელს შეუწყობს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას.
XS
SM
MD
LG