Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის


საქართველოს ხელისუფლება სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში არ ელის რაიმე გარღვევას

საქართველოს ხელისუფლება სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში არ ელის რაიმე გარღვევას
პრემიერ-მინისტრისა და ცხინვალის მთავრობის დე ფაქტო ლიდერის შეხვედრისგან. ამ შინაარსის განცხადება ზურაბ ჟვანიამ დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. კოკოითისთან მისი შეხვედრა ხვალ, რუსეთის შავიზღისპირა ქალაქ სოჭში უნდა გაიმართოს. ჟვანიას თქმით, შეხვედრაზე იგი უწინარესად მხარეთა სრული განიარაღებისა და კონფლიქტის ზონის დემილიტარიზების საკითხს წამოჭრის. საუბარი შეეხება საავტომობილო მოძრაობის აღდგენასაც, რათა ქართული სოფლების მოსახლეობისთვის ცხინვალში გავლა პრობლემას აღარ წარმოადგენდეს.
XS
SM
MD
LG