Accessibility links

logo-print

ნატოს გეენრალური მდივანი იააპ დე


ნატოს გეენრალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი ხუთშაბათს საქართველოდან აზერბაიჯანში ჩავიდა.

ნატოს გეენრალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი ხუთშაბათს საქართველოდან აზერბაიჯანში ჩავიდა.
სხეფერი კავკასიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ქვეყნის უმაღლეს პირებთან შეხვედრის გარდა სხეფერი პარასკევს დილით ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. პარასკევსვე შუადღით ნატოს გენერალური მდივანი სომხეთში ჩავა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ნატოსაც ისევე სჭირდება თავისი პარტნიორი ქვეყნები, როგორც ამ ქვეყნებს სჭირდებათ ნატო. საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანასთან დაკავშირებულ შეკითხვას იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ასე უპასუხა: [იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] "ეჭვგარეშეა, რომ რუსეთმა მთლიანად უნდა შეასრულოს 1999 წელს, სტამბოლში ნაკისრი ვალდებულებები. ნატოს კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან და რუსეთის ფედერაცია მშვენივრად არის ინფორმირებული ნატოს პოზიციაზე, რომელიც ახლა კიდევ ერთხელ გამოვხატავ. და, ცხადია, დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ამ ბაზების საკითხი მოგვარდება. მაგრამ ძირითადი პოზიცია მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს: რუსეთმა უნდა შეასრულოს სტამბოლში ნაკისრი ვალდებულებები." შეხვედრის შემდეგ მოწყობილ ბრიფინგზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილი ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას შეეხო: [მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ ნამდვილად ვუახლოვდებით ნატოს. ნუ მკითხავთ ახლა, ერთ წელიწადში იქნება ეს, ორ წელიწადში თუ სამ წელიწადში, იმიტომ, რომ ამ კითხვაზე პასუხს ნამდვილად ვერ მიიღებთ, ეს არ არის ასე მიღებული. მაგრამ ეს იქნება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ბევრს მიაჩნია. და შეიძლება ამ ოთახში კიდევ მე ვიჯდე იმ დროისთვის, როცა ეს შეიძლება მოხდეს."
XS
SM
MD
LG