Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თავის მოკავშირეებსა და სხვა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თავის მოკავშირეებსა და სხვა
ქვეყნებსაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანობისკენ მოუწოდებს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ბუშმა განაცხადა: [ბუშის ხმა] "ერაყში მიმდინარე ომის შედეგში ყველა ცივილიზებულ ქვეყანას თავისი წილი აქვს. წარსულში ჩვენი უთანხმოებების მიუხედავად ჩვენ გვყავს საერთო მტერი და გვაქვს საერთო ამოცანები – დავიცვათ ჩვენი ხალხები, დავუპირისპირდეთ დაავადებებს, შიმშილსა და სიღარიბეს მსოფლიოს გაჭირვებულ რეგიონებში". ჯორჯ ბუშს რამდენჯერმე ჰკითხეს ერაყში ჯარების გაზრდის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ მან თავი შეიკავა დაზუსტებისგან. ახლო აღმოსავლეთზე ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს განაგრძოს მუშაობა პალესტინის თავისუფალი სახელმწიფოს შექმნისათვის, რომელიც ისრაელთან მშვიდობიან ურთიერთობას დაამყარებს. რაც შეეხება პრეზიდენტის კაბინეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ საკადრო გადაადგილებებზე მას ჯერ გადაწყვეტილებები არ მიუღია.
XS
SM
MD
LG