Accessibility links

ჩეხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერაყში


ჩეხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერაყში ჩეხეთის ჯარების ყოფნის ვადის ორი თვით

ჩეხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერაყში ჩეხეთის ჯარების ყოფნის ვადის ორი თვით
გაგრძელებას. ჩეხი სამხედროების მანდატი დეკემბრის ბოლოს იწურებოდა. ჩეხმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს მანდატი თებერვლის ბოლომდე გაეგრძელებინათ. ერაყში, ქალაქ ბასრასთან არსებულ ბანაკში 100 ჩეხი სამხედრო პოლიციელია, რომლებიც ერაყელ პოლიციელებს წვრთნიან. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს ერაყში მყოფი ქართველი სამშვიდობოების რიცხვის გაზრდას. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. სააგენტო "იტარ-ტასი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ მომავალ ათ დღეში საქართველოდან ერაყში 300 სამხედრო პირი გაემგზავრება. ისინი შეუერთდებიან იმ 159 თანამემამულეს, რომლებიც ერაყში აპრილიდან მსახურობენ.
XS
SM
MD
LG