Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ის


შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ის აღიარებს მაკედონიის რესპუბლიკას იმ სახელწოდებით,

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ის აღიარებს მაკედონიის რესპუბლიკას იმ სახელწოდებით,
რომელსაც ის ირჩევს და ამ გზით მხარს უჭერს ოფიციალურ სკოპიეს ეთნიკური ალბანელების ქვეყნის ცხოვრებაში ჩართვის საქმეში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა ჟურნალისტებს განუცხადა: [ბაუჩერის ხმა] "ამ აღიარების აზრი იმაშია, რომ მაკედონიის მრავალეთნიკურ საზოგადოებას ვაგრძნობინოთ მხარდაჭერა, რადგან ისინი მიდიან იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენი აზრით, მათ სტაბილურობასა და რეგიონის სტაბილურობას წაადგება. ამ ნაბიჯის გადადგმით, ვგულისხმობ მაკედონიის მისივე არჩეული სახელით აღიარებას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელს ვუწყობთ პროგრესს". რიჩარდ ბაუჩერის თქმით, მაკედონიის აღიარების შესახებ ვაშინგტონმა აცნობა ევროკავშირს და მათ შორის საბერძნეთის ხელისუფლებასაც, რომელიც წინააღმდეგი იყო მაკედონიის აღიარებისა, რადგან საბერძნეთის ტერიტორიაზე მსგავსი სახელის პროვინცია არსებობს და საბერძნეთის ხელისუფლება შიშობს, რომ მაკედონიის რესპუბლიკის აღიარებით ნიადაგი ექმნება ტერიტორიულ პრეტენზიებს.
XS
SM
MD
LG