Accessibility links

პალესტინელების ლიდერი იასირ არაფატი არის


პალესტინელების ლიდერი იასირ არაფატი არის კომაში, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება.

პალესტინელების ლიდერი იასირ არაფატი არის კომაში, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება.
ამის შესახებ განაცხადა პარიზში იასირ არაფატის წარგზავნილმა ლეილა შაჰიდმა. მან უარყო ცნობა, თითქოს არაფატის ტვინი მკვდარი იყოს, მაგრამ, მისივე თქმით, არაფატი "სიკვდილ-სიცოცხლეს შუაა". პალესტინელების პერმიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმ, რომელმაც, როგორც იუწყებიან, არაფატის ძალაუფლების ნაწილი ჩაიბარა, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. [ყურეის ხმა] “არაფატს ჯერ კიდევ მკურნალობენ. მასზე ზრუნავენ კარგი ექიმები, ფრანგი ხალხი და საფრანგეთის მთავრობა და მოველით ინფორმაციას ექიმებისაგან არაფატის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ახალი ჯერ არაფერია”. არაფატს მკურნალობენ პარიზის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ავადმყოფობის მიზეზზე ზუსტი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
XS
SM
MD
LG