Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე


ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე გამოთქვეს სურვილი, განამტკიცონ აშშ-თან კავშირი

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე გამოთქვეს სურვილი, განამტკიცონ აშშ-თან კავშირი
იქ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მეორე ვადით არჩევის შემდეგ. ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის ლიდერების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-თან მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის გამო ორი მხარე ერთმანეთის ბუნებრივი მოკავშირეა. დღესვე, უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ერაყის დროებით პრემიერ-მინისტრ იაიდ ალაუისთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ევროპის ლიდერებმა ბუშთან უნდა ითანამშრომლონ ერაყის სტაბილიზაციის მისაღწევად. [ბლერის ხმა] “ბუში მეორე ვადით აირჩიეს. ის პრეზიდენტად კიდევ 4 წელი რჩება. წუხელ ევროპის ლიდერებთან მოლაპარაკებისას დავრწმუნდი, რომ ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ ეს რეალობა. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ამერიკელებთან და, რასაკვირველია, ერაყის მთავრობასთან ერაყის სტაბილიზაციისათვის”.
XS
SM
MD
LG