Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ


სოჭში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთი ოსეთის

სოჭში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთი ოსეთის
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის შეხვედრა. მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, ოსთა მხარემ პირველად აღიარა საბოლოო მიზნად არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგება. მიღწეულია შეთანხმება კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შესახებ. ოსურმა მხარემ უარყო ზურაბ ჟვანიას წინადადება როკის გვირაბის ერთობლივად გაკონტროლების შესახებ. ზურაბ ჟვანიამ ოსურ მხარეს 15 ეკონომიკური პროექტი შესთავაზა, რისთვისაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ლოშჩინინის ქათინაური დაიმსახურა, რომელმაც ჟვანიას "ბრძენი პოლიტიკოსი" უწოდა.
XS
SM
MD
LG