Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოსეინ მუსავიანი - ირანის წარმომადგენელი


ჰოსეინ მუსავიანი - ირანის წარმომადგენელი, რომელიც პარიზში ევროპის ლიდერებთან

ჰოსეინ მუსავიანი - ირანის წარმომადგენელი, რომელიც პარიზში ევროპის ლიდერებთან
ირანის ბირთვული პროგრამების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, აცხადებს, რომ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ საფრანგეთთან, გერმანიასთან და ბრიტანეთთან მოლაპარაკების პროცესში არის პროგრესი. შვიდსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მხარეები მიუახლოვდნენ კომპრომისს. ირანის დელეგაციასა და ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებათა წინამორბედი ორი რაუნდი ვენაში გაიმართა და სრულიად უშედეგოდ დასრულდა. მუსავიანი კი აცხადებს, რომ პარიზის რაუნდის შემდეგ კომპრომისი მოსალოდნელია.
XS
SM
MD
LG