Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აფრთხილებს შეერთებულ შტატებს,

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აფრთხილებს შეერთებულ შტატებს,
დიდ ბრიტანეთსა და ერაყს, რომ ფალუჯაზე თავდასხმა კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას ერაყში, განარისხებს ერაყელებს და ეჭვქვეშ დააყენებს იანვრის არჩევნების ჩატარებას. კოფი ანანმა წერილობით მიმართა სამი ქვეყნის მეთაურებს. ამის პარალელურად გაეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იანვრის არჩევნებისთვის მზადება გეგმიურად მიმდინარეობს და რომ მიმდინარე კვირაში ერაყში ამომრჩეველთა რეგისტრაციის პუქნტების 85 პროცენტი – 542 პუნქტი გაიხსნა. თუმცა, არჩევნების მზადებით დაკავებული გაეროს წარმომადგენლები ასევე შენიშნავენ, რომ უსაფრთხოების არსებული მდგომარეობა არჩევნების ჩასატარებლად საკმარისი არ არის.
XS
SM
MD
LG