Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის შეიარაღებული ძალები ერაყის ქალაქ


აშშ-ის შეიარაღებული ძალები ერაყის ქალაქ ფალუჯაზე იერიშისთვის მზადებიან.

აშშ-ის შეიარაღებული ძალები ერაყის ქალაქ ფალუჯაზე იერიშისთვის მზადებიან.
როგორც ვარაუდობენ, სწორედ იქ არიან გამაგრებული აბუ მუსაბ ზარყავის ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები. წუხელ აშშ-ის ავიაციამ რამდენიმე მძლავრი იერიში მიიტანა მეამბოხეთა ობიექტებზე ამ ქალაქში. ფალუჯაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა. [რიჩარდ ბაუჩერის ხმა] "ფალუჯაში უაღრესად მძიმე და არასტაბილური ვითარებაა. ჩვენთვის და ერაყის მთავრობისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ წესრიგი ფალუჯასა და სხვა ქალაქებში - იქ მცხოვრები ადამიანების სასიკეთოდ. მათ საშუალება უნდა მივცეთ, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესში, მომავალ არჩევნებში, და ტერორისტებისა და ბანდიტების ხელში მძევლებად არ დარჩნენ." რიჩარდ ბაუჩერმა დასძინა, რომ ვაშინგტონი დაუსაბუთებლად მიიჩნევს გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის შეშფოთებას იმის გამო, რომ ფალუჯაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებამ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს ერაყში არსებული ისედაც რთული ვითარება.
XS
SM
MD
LG