Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს რადიოთი მიმართა თანამემამულეებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს რადიოთი მიმართა თანამემამულეებს.
ეს მისი პირველი რადიომიმართვა იყო პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ. [ჯორჯ ბუშის ხმა]: "არჩევნები უკან მოვიტოვეთ და ჩვენი ქვეყანა მზად არის, გზა განაგრძოს. ჩვენი ქვეყანა ჩაბმულია ტერორის წინააღმდეგ მიმართულ ომში, რომლის შედეგი ყოველი ამერიკელისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. რესპუბლიკელებსაც, დემოკრატებსაც და უპარტიოებსაც, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ერთად დავიცავთ ამერიკელ ხალხს. შეუპოვარნი ვიქნებით მანამ, სანამ მტერს არ დავამარცხებთ და ჩვენს ქვეყანას ხიფათს არ ავაცილებთ." შემდეგ ჯორჯ ბუშმა განაცხადა: [ჯორჯ ბუშის ხმა]: "ახალი ვადა ახალი შანსია იმისთვის, რათა ჩვენი ხმა მთელს ერს მივაწვდინოთ. ჩვენ გვაქვს ერთი ქვეყანა, ერთი კონსტიტუცია და მომავალი, რომელიც გვაერთიანებს. თუ ერთად დავდგებით და ერთად ვიმოქმედებთ, ამერიკის სიდიადეს საზღვარი არ ექნება."
XS
SM
MD
LG