Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის სამშვიდობო ძალის რვა მოსამსახურე


საფრანგეთის სამშვიდობო ძალის რვა მოსამსახურე დაიღუპა და 23 დაიჭრა დღეს სპილოს ძვლის ნაპირზე,

საფრანგეთის სამშვიდობო ძალის რვა მოსამსახურე დაიღუპა და 23 დაიჭრა დღეს სპილოს ძვლის ნაპირზე,
როცა აფრიკის ამ ქვეყნის სამთავრობო ჯარის ავიაციამ ფრანგი სამხედროების პოზიციები დაბომბა. ამ იერიშის შედეგად ერთი ამერიკელიც დაიღუპა. ჯერჯერობით გაურკვეველია, საავიაციო დარტყმა გამიზნული იყო თუ ფრანგი ჯარისკაცები შეცდომის მსხვერპლი გახდნენ, და ბომბდამშენებს მეამბოხეთა პოზიციების დაბომბვა სურდათ. იერიშზე პასუხად საფრანგეთის ჯარმა ჩამოაგდო სპილოს ძვლის ნაპირის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი "სუხოის" ტიპის ორი გამანადგურებელი. დედაქალაქ აბიჯანში მასობრივი ანტიფრანგული გამოსვლები დაიწყო. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა მოიწვია.
XS
SM
MD
LG