Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმ


პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმ ღაზაში მოლაპარაკება გამართა

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმ ღაზაში მოლაპარაკება გამართა
პალესტინელთა ძირითადი პოლიტიკური დაჯგუფებების ლიდერებთან. კონსულტაციები მიზნად ისახავდა ძმათაშორისი ომის თავიდან აცილებას პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელის იასირ არაფატის გარდაცვალების შემთხვევაში. არაფატის უფლებამოსილებათა ნაწილი ყურეის გადაეცა. მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ავტონომიის პარლამენტის თავმჯდომარე რაუჰი ფატუჰი. კანონის თანახმად, არაფატის გარდაცვალების შემთხვევაში სწორედ ფატუჰიმ უნდა შეასრულოს მისი ფუნქციები და 60 დღის განმავლობაში პალესტინელთა ახალი ლიდერის არჩევნები უნდა ჩაატაროს. შეხვედრის შემდეგ აჰმედ ყურეიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკების მონაწილეებმა მოიწონეს ერთობლივი გეგმა, რომლის მიზანი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
XS
SM
MD
LG