Accessibility links

საფრანგეთმა დამატებით ასობით სამხედრო მოსამსახურე


საფრანგეთმა დამატებით ასობით სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა აფრიკის სახელმწიფო სპილოს ძვლის სანაპიროზე.

საფრანგეთმა დამატებით ასობით სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა აფრიკის სახელმწიფო სპილოს ძვლის სანაპიროზე.
პარიზი სპილოს ძვლის ნაპირის პრეზიდენტ ლორან გბაგბოსაგან მოითხოვს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ყოფილ ფრანგულ კოლონიაში. პარიზი გბაგბოსვე აკისრებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობას. ამასობაში გავრცელდა ცნობა, რომ ფრანგმა სამხედრო მოსამსახურეებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს სამი დემონსტრანტი - ისინი მონაწილეობდნენ ანტიფრანგულ საპროტესტო გამოსვლაში აბიჯანის აეროპორტთან, რომელსაც ამჟამად ფრანგი სამხედროები აკონტროლებენ. გუშინ კი 9 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა სპილოს ძვლის სანაპიროს მთავრობის სამხედრო თვითმფრინავების იერიშისას. საპასუხოდ ფრანგმა სამხედროებმა ორი თვითმფრინავი და სამი შვეულმფრენი ჩამოაგდეს.
საფრანგეთისა და გაეროს ჯარები იცავენ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც 2002 წელს დადეს მთავრობამ და მეამბოხეებმა სამოქალაქო ომის შემდეგ. ევროკავშირი პრეზიდენტ გბაგბოს ადანაშაულებს სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაში.
XS
SM
MD
LG