Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა


ერაყში მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აშშ-ისა და ერაყის ჯარები ქალაქ ფალუჯაზე მსხვილმასშტაბიანი იერიშისათვის ემზადებიან.

ერაყში მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აშშ-ისა და ერაყის ჯარები ქალაქ ფალუჯაზე მსხვილმასშტაბიანი იერიშისათვის ემზადებიან.
ფალუჯა ერაყელი მეამბოხეების ხელშია. ერაყის დროებითი მთავრობის პერმიერ-მინისტრ იაიდ ალაუის განცხადებაში, რომელიც დღეს ჟურნალისტებს წაუკითხეს, ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობა დაუყოვნებლივ შედის ძალაში და ვრცელდება მთელს ერაყზე, ჩრდილოეთში ქურთების რეგიონის გარდა. რაც შეეხება ფალუჯას, ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს ცნობა, ფალუჯის "იზოლირების" შესახებ. ასევე სამხედროების განმარტებით, ამერიკული ჯარები ასრულებენ საბოლოო მზადებას ამ ქალაქზე იერიშისათვის. იუწყებიან ასევე, რომ ბაღდადში აფეთქებას გადაურჩა ერაყის გარდამავალი პერიოდის მთავრობის წევრი, ფინანსთა მინისტრი. ბომბის აფეთქება მის სახლთან მოხდა, დაიღუპა, სულ ცოტა, ერთი ადამიანი. გასული დღე-ღამის მანძილზე მეამბოხეებმა, სულ ცოტა, 21 ერაყელი პოლიციელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG