Accessibility links

logo-print

ისრაელიდან მოსული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა


ისრაელიდან მოსული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე

ისრაელიდან მოსული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
განაცხადა, რომ ისრაელის უშიშროების უწყებამ დაამთავრა მზადება იასირ არაფატის ღაზის სექტორში დასაკრძალავად. სხდომის მონაწილეების განცხადებით, გეგმა ითვალისწინებს პალესტინელების ავტობუსებით ჩაყვანას მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან ღაზის სექტორში და იმ არაბი ლიდერების თვითმფრინავებით ჩასვლას, რომელთა სახელმწიფოებსაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვთ დამყარებული. თუმცა, პალესტინელების ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თვით არაფატს, რომელიც საფრანგეთში, საავადმყოფოშია მოთავსებული, სურს, ის იერუსალიმში დაკრძალონ. როგორც იუწყებიან, არაფატის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
XS
SM
MD
LG