Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის


ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა
მაკედონიელებს გუშინდელი რეფერენდუმის ჩაშლას ულოცავს. საქმე ის არის, რომ კვირას მაკედონიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მაკედონიის მოსახლეობას უნდა ეპასუხა შეკითხვისთვის – უჭერს თუ არა ის მხარს საერთაშორისო გეგმის გაუქმებას, რომელიც უკვე მოიწონა პარლამენტმა და, რომელიც ითვალისწინებდა შიდა საზღვრის გადახედვას ალბანელთა 25 პროცენტიანი უმცირესობისთვის მეტი უფლებების მინიჭების მიზნით. ეს გეგმა თავის დროზე მიზნად ისახავდა ხელისუფლების მხარდამჭერ ძალებსა და ეთნიკურ ალბანელ მეამბოხეებს შორის შეტაკებების შეწყვეტას. კვირის რეფერენდუმზე მაკედონიის ამომრჩევლების მხოლოდ 26 პროცენტი გამოცხადდა, როცა მის ჩასატარებლად სულ მცირე 50 პროცენტი იყო აუცილებელი. მოვლენათა ამგვარი განვითარებით უკმაყოფილოა მაკედონიის მსოფლიო კონგრესი და ზოგიერთი ოპოზიციური პარტია. ისინი კენჭისყრის შედეგის გასაჩივრებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG