Accessibility links

logo-print

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ქალაქ


აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ქალაქ ფალუჯაზე მასირებული იერიში წამოიწყეს.

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ქალაქ ფალუჯაზე მასირებული იერიში წამოიწყეს.
როგორც ვარაუდობენ, სწორედ იქ არიან გამაგრებული აბუ მუსაბ ზარყავის ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ფალუჯისთვის ბრძოლა მძიმე იქნება. პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე რამსფელდმა დასძინა, რომ ქალაქში წესრიგის აღდგენას დრო დასჭირდება და ამის მისაღწევად ვაშინგტონში ერაყის ძალებთან თანამშრომლობს: [დონალდ რამსფელდის ხმა] "ერაყის დროებითი მთავრობის განაცხადის საფუძველზე კოალიციის ჯარისკაცები დღეს ერაყის ჯარს ქალაქ ფალუჯაში და მის მისადგომებთან შეთანხმებული საიერიშო ოპერაციის ჩატარებაში ეხმარებიან, რათა ამ არეულ რაიონში კანონიერება და წესრიგი აღადგინონ." არსებული მონაცემებით, ფალუჯაში რამდენიმე ათასი მეამბოხე იმყოფება. ფალუჯის ოპერაციაში კი ათი ათასამდე ამერიკელი და ერაყელი სამხედრო მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG