Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელების დელეგაცია დღეს


პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელების დელეგაცია დღეს იორდანიიდან პარიზში გაფრინდა,

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელების დელეგაცია დღეს იორდანიიდან პარიზში გაფრინდა,
რათა საავადმყოფოში მოინახულოს პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრემიერ-მინისტრი აჰმედ ყურეი, საგარეო საქმეთა მინისტრი ნაბილ შაათი, პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მაჰმუდ აბასი და პარლამენტის სპიკერი რაუჰი ფატუჰი. ხსენებული ოთხეულის პარიზში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა იასირ არაფატის მეუღლის სუჰა არაფატის განცხადება, რომელიც მან არაბულენოვან ტელეარხ "ალ-ჯაზირასთან" საუბარში გააკეთა. კერძოდ, სუჰა არაფატმა თქვა, რომ მისი 75 წლის მეუღლის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო და რომ იასირ არაფატი ლამის "ცოცხლად დამარხონ". არაფატის ექიმებთან შეხვედრის გარდა პალესტინელთა დელეგაციის წევრები ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტთან ჟაკ შირაკთან შეხვედრასაც გეგმავენ.
XS
SM
MD
LG