Accessibility links

logo-print

სააგენტო "რეიტერმა" ერთი საათის წინ


სააგენტო "რეიტერმა" ერთი საათის წინ პალესტინის ხელისუფლების პირველ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა იასერ არაფატის

სააგენტო "რეიტერმა" ერთი საათის წინ პალესტინის ხელისუფლების პირველ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა იასერ არაფატის
გარდაცვალების შესახებ. ეს ცნობა უარყო სი-ენ-ენის კორესპონდენტმა. ამჟამად საფრანგეთში იმყოფება პალესტინელთა ოფიციალური დელეგაცია პრემიერ-მინისტრ აჰმედ ყურეის, საგარეო საქმეთა მინისტრ ნაბილ შაათისა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მაჰმუდ აბასის შემადგენლობით. ამ უკანასკნელის თანახმად, არაფატის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დაუზუსტებელია, პალესტინელთა დელეგაციამ პირადად ნახა თუ არა არაფატი. არაფატის მეუღლე სუჰა მათი ვიზიტის წინააღმდეგი იყო. რამდენიმე წუთის წინ სი-ენ-ენთან პარიზიდან სატელეფონო საუბარში პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იასერ არაფატი ცოცხალია და არავის მიუღია გადაწყვეტილება მისი სარეანიმაციო აპარატურიდან გამორთვის შესახებ. პალესტინელთა დელეგაცია ჟაკ შირაკს შეხვდება და მოგვიანებით პრეს-კონფერენციას გამართავს. სამშაბათს დილიდანვე ცნობილი გახდა, რომ პალესტინელთა ლიდერ იასერ არაფატის კომატოზური მდგომარეობა წუხელს შემდეგ გაუარესებული იყო. პარიზის მახლობლად მდებარე პერსის სამხედრო ჰოსპიტლის წარმომადგენელმა განაცხადა: [წარმომადგენლის ხმა] "იასერ არაფატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდლიდან, 8 ნოემბრიდან 9 ნოემბრის ღამით გაუარესდა. კომატოზური მდგომარეობა, რის გამოც ის რეანიმაციაში გადაიყვანეს, დილისთვის გაღრმავდა".
XS
SM
MD
LG