Accessibility links

logo-print

გრძელდება შეტევითი ოპერაციები ქალაქ ფალუჯაში.


გრძელდება შეტევითი ოპერაციები ქალაქ ფალუჯაში. შეერთებული შტატების თვითმფრინავები განაგრძობდნენ საეჭვო სამიზნეების დაბომბვას.

გრძელდება შეტევითი ოპერაციები ქალაქ ფალუჯაში. შეერთებული შტატების თვითმფრინავები განაგრძობდნენ საეჭვო სამიზნეების დაბომბვას.
ამის პარალელურად ამერიკელი სამხედროები ერაყელ სამხედროთა შედარებით მცირე ნაწილთან ერთად ქალაქში არიან და იქ შენობებს ამოწმებენ. სამშაბათსაც ფალუჯაში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. ექიმების ცნობით, ორშაბათს, შეტევის პირველ ფალუჯაში სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა. რამადიში, რომელიც ბაღდადიდან 100 კილომეტრზე მდებარეობს მეამბოხეები ქალაქის ცენტრში განლაგდნენ. რამადის მაცხოვრებლებმა, რომელთაც ჟურნალისტების ტელეფონით დაუკავშირდნენ, ამბობდნენ, რომ რამადის ცენტრში ამერიკელი სამხედროები არ გამოჩენილან. ფალუჯაზე შეტევის მიმდინარეობის გამო ერაყის დრობითმა პრემიერ-მინისტრის იად ალავის გადაწყვეტილებით, ბაღდადში ღამე კომენდანტის საათი იმოქმედებს. უსაფრთხოების ეს ზომა ჯერჯერობით დაუდგენელი ვადით დაწესდა. როგორც გატყობინებდით თავად ფალუჯასა და ასევე მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად რამადიში 24-საათიანი კომენდანტის საათი მოქმედებს. გუშინვე 48 საათით დაიკეტა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტი.
XS
SM
MD
LG