Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მას ევროკავშირთან "მნიშვნელოვანი დიალოგის"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მას ევროკავშირთან "მნიშვნელოვანი დიალოგის"
წარმართვის იმედი ჰქონდა, როცა 11 ნოემბრისთვის დანიშნული სამიტი მიმდინარე წლის დასასრულისთვის გადადო. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა – ნიდერლანდები ადასტურებს, რომ ევროკავშირი-რუსეთის სამიტი სწორედ მოსკოვის მოთხოვნით გადაიდო. პუტინის საგანგებო წარმომადგენელი ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში სერგეი ისატრჟემბსკი აცხადებს, რომ რუსეთს სურს განსაკუთრებუილ ურთიერთობა დაამყაროს ევროკავშირთან, მას საგანგებო სტატუსი სჭირდება, რადგან რუსეთს ევროკავშირთან ბევრად უფრო ფართო, ღრმა და მასიური ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან, ვიდრე მის დანარჩენ პარტნიორებს ერთად აღებულს: [იასტრჟემბსკის ხმა] "ნათელია, რომ თუკი ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობებს გრძელვადიანი პერსპექტივით ვამყარებთ (და ეს ასეც არის), რომანო პროდის გუნდისადმი პატივისცემის მიუხედავად, რომელმაც ბევრი გააკეთა რუსეთი-ევროკავშირის ურთიერთობათა განვითარებისთვის, პერსპექტივაზე საუბარი უნდა წარიმართოს იმათთან, ვისაც მოუწევს ამ შეთანხმებათა შესრულება".
XS
SM
MD
LG