Accessibility links

logo-print

რუსეთის სამხრეთში, ყარაჩაევო-ჩერქეზეთში საპროტესტო აქციის


რუსეთის სამხრეთში, ყარაჩაევო-ჩერქეზეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის

რუსეთის სამხრეთში, ყარაჩაევო-ჩერქეზეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის
შენობაში შეიჭრნენ და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ამის მიზეზი ბოლო დროს რესპუბლიკაში მომხდარი საეჭვო მკვლელობები გახდა. სულ ცოტა 3000 ადამიანი შეიკრიბა დედაქალაქ ჩერკესკში და მათაგნ რამდენიმე ასეულმა, როგორც მოგახსენეთ მთავრობის სახლში შეჭრა შეძლო. პრეზიდენტმა მუსტაფა ბატდიევმა შეძლო შენობიდან გაპარვა. რუსეთის პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ორივე მხარეს არიან დაშავებულები. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ფატიმა ტლისოვა ჩერკესკიდან იტყობინება, რომ საპროტესტო აქცია გრძელდება: [ტლისოვას ხმა] "მოედანზე გრძელდება მრავალათასიანი მიტინგი. მომიტინგეთა მოთხოვნა არის შემდეგი: ისინი ითხოვენ მთავრობის, პრეზიდენტისა და ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელთა გადადგომას". შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ყარაჩაევო-ჩერქეზეთში გაუჩინარებული 7 ბიზნესმენის ცხედრები გუშინ იპოვნეს. დაღუპულთა ნათესავები მათ მკვლელობაში ბრალს პრეზიდენტ ბადტიევის სიძე ალი კაიტოვს სდებენ. კაიტოვი პოლიციას ოქტომბერში ჩაბარდა, ის უარყოფს მკვლელობებში რაიმე მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG