Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდერ იაკოვენკომ ჟურნალისტებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდერ იაკოვენკომ ჟურნალისტებს
განუცხადა, რომ ფალუჯაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციამ შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა ერაყში. იქ მიმდინარე შეტევამ უკვე აიძულა ერაყის ისლამური პარტია ერაყის მთავრობიდან მისი ერთადერთი წარმომადგენელი – მრეწველობის მინისტრი ჰაჯიმ ჰასანი გამოეწვია. რუსეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ფალუჯის ოპერაციას არ მოყვება დიდი მსხვერლი მშვიდობიან მოსახლეობაში. შეტევა საფრთხის პროპორციული უნდა იყოს, - განაცხადა იაკოვენკომ სამშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. გაფრთხილებით გამოდის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა გულიც, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ დიდი რაოდენობით მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის ერაყში სტაბილიზაციის მიღწევას ხელს შეუშლის. არაბთა ლიგის ლიდერი ამრ მუსა კი, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის მიზნით, შეერთებულ შტატებს ფალუჯაზე შეტევის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ლტოლვილთა მოსალოდნელი ნაკადის გამო შეშფოთებას გამოთქვამს გაეროს ლტოლვილთა უწყებაც.
XS
SM
MD
LG