Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი იან პეტერ ბალკენენდე


ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი იან პეტერ ბალკენენდე ჰოლანდიელებს მოუწოდებს, უერთგულონ მათთვის დამახასიათებელ ტოლერანტობის ტრადიციას.

ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი იან პეტერ ბალკენენდე ჰოლანდიელებს მოუწოდებს, უერთგულონ მათთვის დამახასიათებელ ტოლერანტობის ტრადიციას.
ეს მოწოდება მოჰყვა ანტიისლამურ გამოსვლებს, რომელთა მიზეზად მიჩნევენ ჰოლანდიელ რეჟისორ თეო ვან გოგის მკვლელობას. ვან გოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილია მუსლიმანი ექსტრემისტი. ბოლო ანტიისლამური ინციდენტი ნიდერლანდის სამხრეთში, სოფელ უდენში მოხდა - იქ სამშაბათს საღამოს ცეცხლი წაუკიდეს მუსლიმანურ სკოლას. მსხვერპლი არ არის, მაგრამ შენობა, როგორც იუწყებიან, მძიმედ დაზიანდა. თეო ვან გოგი, რომლის ერთ-ერთ ფილმში გაკრიტიკებული იყო ქალების მდგომარეობა ისლამურ სამყაროში, გასულ კვირაში ამსტერდამში, ქუჩაში მოკლეს. ის გუშინ დაკრძალეს.
XS
SM
MD
LG