Accessibility links

logo-print

საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას


საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას ინფორმაციით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბული ვითარებაა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას ინფორმაციით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბული ვითარებაა.
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესის" ინფორმაციით, ხაინდრავამ დღეს მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ შესრულდეს მხარეებს შორის 5 ნოემბერს სოჭში მიღწეული შეთანხმება, რომელიც კონფლიქტის ზონის სრულ დემილიტარიზაციას ითვალისწინებს. დღესვე ხაინდრავამ აღნიშნა, რომ შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ოსურ მხარეს უნდა დაეკისროს. ხაინდრავას სიტყვებით, რეგიონის სრული დემილიტარიზაციის შესახებ დოკუმენტს უშუალოდ კოკოითიმ მოაწერა ხელი და თუ ეს შეთანხმება არ შესრულდა, პასუხისმგებლობაც კოკოითის დაეკისრება. იმავდროულად, ხაინდრავა აუცილებლად მიიჩნევს კონფლიქტის ზონაში ქართველი ძალოვანებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებულ მოქმედებას.
XS
SM
MD
LG