Accessibility links

მსოფლიოს ლიდერები იასირ არაფატის გარდაცვალებას


მსოფლიოს ლიდერები იასირ არაფატის გარდაცვალებას ეხმაურებიან.

მსოფლიოს ლიდერები იასირ არაფატის გარდაცვალებას ეხმაურებიან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა იმედი გამოთქვა, რომ არაფატის გარდაცვალება ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს. [არიელ შარონის ხმა] "ბოლო მოვლენები ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში შემობრუნების მომენტად შეიძლება იქცეს. ისრაელი, როგორც მშვიდობის მოსურნე ქვეყანა, მომავალშიც ყოველ ღონეს იხმარს, რათა პალესტინელებთან კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას მიაღწიოს." პალესტინელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს მრავალი ქვეყნის ლიდერებმა. საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი იმ საავადმყოფოში მივიდა, სადაც იასირ არაფატი გარდაიცვალა, შემდეგ კი ჟურნალისტებს შეხვდა. [ჟაკ შირაკის ხმა] "მე აქ მოვედი, რათა ქედი მოვიხარო პრეზიდენტ იასირ არაფატის წინაშე და მას უკანასკნელად მივაგო პატივი. გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუთქვი მის მეუღლეს, ოჯახსა და ნათესავებს." აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა და ვლადიმირ პუტინმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა კრფი ანანმა და სხვა ლიდერებმა იმედი გამოთქვეს, რომ პალესტინელ ხალხს უკეთესი მომავალი ექნება.
XS
SM
MD
LG