Accessibility links

logo-print

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელად


პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელად არჩეულ იქნა ავტონომიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი.

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელად არჩეულ იქნა ავტონომიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი.
ამ პოსტზე იგი დღეს გარდაცვლილ იასირ არაფატს შეცვლის. ავტონომიის ხელმძღვანელის ფუნქციების შესრულება, კონსტიტუციის თანახმად, დროებით დაევალა პარლამენტის სპიკერს რაუჰი ფატუჰის, რომელმაც 60 დღის მანძილზე არჩევნები უნდა ჩაატაროს. პოლიტიკური მოძრაობა "ფათაჰის" სათავეში არაფატს ფარუჰ კადუმი შეცვლის. დღეს კადუმიმ განაცხადა, რომ მზად არის ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს, მაგრამ დასძინა, რომ შეიარაღებულ ბრძოლას განაგრძობს, თუ მოლაპარაკება ჩაიშალა.
XS
SM
MD
LG