Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან უკრაინაში ნებადართულია საპრეზიდენტო არჩევნების


დღეიდან უკრაინაში ნებადართულია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატთა აგიტაცია.

დღეიდან უკრაინაში ნებადართულია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატთა აგიტაცია.
გუშინ უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ხმების 100 პროცენტის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ იუშჩენკომ. მას მხარი დაუჭირა ამომარჩეველთა 39,87-მა პროცენტმა. იუშჩენკოს ოდნავ ჩამორჩა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი - 39,32 პროცენტი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც 21 ნოემბრისთვის არის დანიშნული, სწორედ იუშჩენკოსა და იანუკოვიჩს შორის გაიმართება.
XS
SM
MD
LG