Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 8


რუსეთში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 8 მამაკაცს, რომლებიც დამნაშავედ სცნო

რუსეთში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 8 მამაკაცს, რომლებიც დამნაშავედ სცნო
შარშან დეკემბერში დაღესტანში შეჭრის გამო. ამ ოპერაციის დროს 9 მესაზღვრე მოკლეს. დღეს ორ მამაკაცს 20-20, მესამეს - 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, დანარჩენებს კი 6-დან 7,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 8 კაცი იყო მეამბოხეების ჯგუფში, რომელიც დაღესტანში საქართველოდან შეიჭრა, სასაზღვრო პოსტს თავს დაესხა და კონტროლი დაამყარა ერთ-ერთ სოფელზე. სამი მეამბოხე შეიპყრეს, ხუთმა კი საქართველოში გადასვლა შეძლო, სადაც ისინი ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს. მოგვიანებით დაკავებულები რუსულ მხარეს გადასცეს. პროკურორების განცხადებით, მსჯავრდებულები მოკლული ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის მებრძოლები არიან.
XS
SM
MD
LG