Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და ერაყის ჯარებმა წამოიწყეს


აშშ-ისა და ერაყის ჯარებმა წამოიწყეს მსხვილმასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია ფალუჯის სამხრეთში

აშშ-ისა და ერაყის ჯარებმა წამოიწყეს მსხვილმასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია ფალუჯის სამხრეთში
იქ დარჩენილი მეამბოხეების გასანადგურებლად. ამერიკელი სამხედროების შეფასებით, ოპერაციის მსვლელობაში აქამდე დაღუპულია 600-მდე მეამბოხე. რაც შეეხება ამავე პერიოდში მსხვერპლს ამერიკელი და ერაყელი სამხედროების რიგებში, ფალუჯის ოპერაციის სარდალ გენერალ-მაიორ რიჩარდ ნატონსკის განცხადებით, დაიღღპა 18 ამერიკელი და 5 ერაყელი ჯარისკაცი. ასევე ნატონსკის თქმით, კოალიციის ჯარები ახლა შენობებში წმენდის ოპერაციებს ახორციელებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხუთშაბათს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ვირჯინიის შტატში გამოსვლისას ქებით მოიხსენია ფალუჯაში მებრძოლი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები. ბაღდადში კი ბომბის აფეთქებამ სულ მცირე 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოსულში, ამერიკელი სახედროების ინფორმაციით, მეამბოხეებმა იერიშები განახორციელეს პოლიციის რამდენიმე სადგურზე. საპასუხოდ ამერიკელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მეამბოხეების თავშესაფრად მიჩნეულ ობიექტებს მოსულში.
XS
SM
MD
LG