Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის
მომხრეები სოხუმის ცენტრში, სამთავრობო შენობების კომპლექსში შეიჭრნენ. ისინი მოითხოვენ, რომ ბაღაფში, რომელმაც 3 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა, შენობაში შეუშვან და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების საშუალება მისცენ. მიღებული ცნობების თანახმად, პრეზიდენტის დაცვამ სცადა, გზა გადაეღობა აღელვებული ბრბოსთვის, მაგრამ შემდეგ უკან დახევა არჩია. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, ერთი ადამიანი დაიჭრა, როცა მილიციონერებმა გამაფრთხილებელი სროლა გახსნეს. პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ შენობა უფრო ადრე დატოვა. მისი და სოხუმის ხელისუფლების ამჟამინდელი ლიდერის ვლადისლავ არძინბას ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის. არძინბამ აფხაზეთის მოსახლეობას მიმართა მოწოდებით, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნებმა ვერ გამოავლინა ხალხის ნება და ქვეყანაში შეიქმნა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და უზენაესმა სასამართლომ გამარჯვებულად ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში გამოაცხადეს. მაგრამ პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი რაულ ხაჯიმბა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG