Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ლეონიდ


უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას
ნავსადგურებს "კრიმსა" და "კავკაზს" შორის სარკინიგზო-საბორნე კავშირის შესახებ. ქერჩში რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელი ვიზიტი მისი მეორე სტუმრობაა უკრაინაში ამ ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ვლადიმირ პუტინი კიევს ეწვია და სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხით გამოვიდა. უკრაინის ოპოზიციამ იგი პრეზიდენტობის კანდიდატ ვიქტორ იანუკოვიჩის აშკარა მხარდაჭერაში დაადანაშაუალა. კენჭისყრის მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ქვეყნის მეთაურის პოსტს ერთმანეთს ეცილებიან ოპოზიციის კანდიდატი ვიქტორ იუშჩენკო და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი. ჯერჯერობით უმნიშვნელო უპირატესობა იუშჩენკოს მხარეზეა.
XS
SM
MD
LG