Accessibility links

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვითარების კიდევ


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვითარების კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვითარების კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში
მოსკოვი შესაბამისი ზომების მიღებით იმუქრება. ეს ზომები კი აფხაზეთში რუსეთის ინტერესების დაცვას მოემსახურება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრ იაკოვენკო აცხადებს, რომ სერგეი ბაღაფშის მომხრეები ძალისმიერი მეთოდებით შეეცადნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ეს ძალისმიერი ქმედებები, - აცხადებს იაკოვენკო, "მოქმედი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ხელისუფლებიდან მოშორებისკენ არის მიმართული". რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი აგრეთვე ამბობს: "აფხაზეთში უნდა იცოდნენ, რომ მიმდინარე პროცესის შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა ბაღაფშსა და მის მომხრეებს დაეკისრება". შეგახსენებთ, რომ პარასკევს პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის სერგეი ბაღაფშის მომხრეებმა სოხუმში სამთავრობო შენობები დაიკავეს. როგორც იტყობინებიან, პოლიციასთან დაპირისპირებისას მიღებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თამარ შაკრილი. ამ მოვლენის შემდეგ სერგეი ბაღაფშმა მხარდამჭერებს სახელისუფლებო შენობების დატოვებისკენ მოუწოდა: [ბაღაფშის ხმა] "ჩვენი სამომავლო გეგმები ასეთია: დღეს ჩვენი მიტინიგის შემდეგ წყნარად დავიშლებით, ვსხდებით სათათბიროდ, მთელს ვითარებას წყნარად შევიმუშავებთ და წყნარად, კანონის დაცვით მოვალთ იმ ხელისუფლებაში, რისი უფლებაც ჩვენ არჩევნებში გამარჯვებით მოვიპოვეთ". როგორც სააგენტოები იტყობინებიან, ბაღაფშის რამდენიმე ათასმა მომხრემ ამ მოწოდების შემდეგ დატოვა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. არ არის ცნობილი სად იმყოფებიან აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა და მისი პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა.
XS
SM
MD
LG