Accessibility links

logo-print

აფხაზეთში დაძაბულობა გრძელდება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის


აფხაზეთში დაძაბულობა გრძელდება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა

აფხაზეთში დაძაბულობა გრძელდება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა
ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: "12 ნოემბერს ბაღაფშის, ლაკობასა და ანქვაბის მხარდამჭერებმა დაიკავეს აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მინისტრთა კაბინეტის შენობები. ეს ქმედებები შეიძლება შეფასდეს, როგორც შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება". თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა კი ჟურნალისტებს აცნობებს შემდეგს: [ხაშბას ხმა] "მოდით, პირდაპირ ვთქვათ. მოხდა შეიარაღებული გადატრიალება. ის, რომ ჩვენ მინისტრთა კაბინეტის შენობა დავტოვეთ, არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ არსებობს. თავდაცვის სამინისტრო მუშაობს". პრეზიდენტობის კანდიდატი სერგეი ბაღაფში კი აცხადებს, რომ მისი მხარდამჭერები გარკვეული დროის განმავლობაში იქნებიან შენობებში. რომ თავიდან იქნას აცილებული ექსცესები. ბაღაფშის თქმით, გუშინ საღამოსვე დაილუქა ყველა ოთახი და გადაეცა მილიციის თანამშრომლებს. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი რაულ ხაჯიმბა კი აღნიშნავს, რომ ბაღაფშის მომხრეები კანონის სრული იგნორირებით მოქმედებენ და რომ ამასთან შეგუებას არავინ აპირებს. რაულ ხაჯიმბას მომხრეებმა რუსეთის ხელმძღვანელობას დაცვისთვის მიმართეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას მიმართავენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ და რუსეთის ფედერაციის დახმარება და მფარველობა სჭირდებათ.
XS
SM
MD
LG