Accessibility links

ერაყის ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველი


ერაყის ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველი ყასემ დაუდი აცხადებს,

ერაყის ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველი ყასემ დაუდი აცხადებს,
რომ ფალუჯის მეამბოხეთაგან გაწმენდის ოპერაცია თითქმის დასრულებულია და ამერიკელ და ერაყელ სამხედროებს ახლა მხოლოდ მცირე წინააღმდეგობების დაძლევა უხდებათ. ყასემისავე თანახმად, ექვსდღიანი სამხედრო ოპერაციის განმავლობაში ფალუჯაში 1000-ზე მეტი მეამბოხე დაიღუპა და 200-მდე აყვანილია. პარასკევს ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ ფალუჯის ოპერაციას 27 ჯარისკაცი – 22 ამერიკელი და 5 ერაყელი შეეწირა. ერაყის წითელი ჯვარი ავრცელებს ცნობას, რომ ფალუჯაში რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა ჩარჩენილი და ვითარება იქ "კატასტროფულია". წითელი ჯვრის დახმარების პირველი შემადგენლობა დღეს შევიდა ფალუჯაში, მაგრამ, როგორც იტყობინებიან, ქალაქის ცენტრში მათ მაინც არ უშვებენ. ამ კვირაში რადიო-გამოსვლისას პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ იანვრის არჩევნების წინ ერაყში ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს: [ბუშის ხმა] "ვინაიდან არჩევნები ახლოვდება, მკვლელების სასოწარკვეთა კიდევ უფრო ძლიერდება, რის გამოც შეიძლება გაიზარდოს ძალადობა მათი მხრიდან. დემოკრატიის წარმატება ერაყში იქნება გამანადგურებელი დარტყმა ტერორისტთა ძალებისთვის და მათ ეს იციან. ტერორის დამარცხება ერაყში ამ სახელმწიფოს თავისუფლების გზაზე დააყენებს და მილიონობით ადამიანს იმედი ჩაესახება, ერაყელებმა ეს იციან. თავისუფალი და დემოკრატიული ერაყი კი ძალას შემატებს რეფორმატორებს მთელს ახლო აღმოსავლეთში და ამერიკაც უფრო დაცული იქნება".
XS
SM
MD
LG