Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იასერ არაფატის დაკრძალვიდან ერთ დღეში


იასერ არაფატის დაკრძალვიდან ერთ დღეში პალესტინის ხელისუფლება მისი გარდაცვალებით

იასერ არაფატის დაკრძალვიდან ერთ დღეში პალესტინის ხელისუფლება მისი გარდაცვალებით
შექმნილი ვაკუუმის შევსებას ცდილობს. პალესტინის ლიდერები აცხადებენ, რომ იასერ არაფატის სიკვდილით ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების უნიკალური შესაძლებლობა წარმოიშვა. პრემიერ-მინისტრი აჰმედ ყურეი ირწმუნება, რომ პალესტინაში საპრეზიდენტო არჩევნები 9 იანვრამდე ჩატარდება. პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები კი მომავალი წლის პირველ კვარტალში. პალესტინი ცენტრალური საარჩევნო კომიტეტი ითხოვს საერთაშორისო დახმარებას აღმოსავლეთი იერუსალიმის დაპყრობილ და ანექსირებულ ნაწილში ამომრჩეველთა რეგისტრაციის ჩასატარებლად. შაბათსვე აჰმედ ყურეი ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების დაჩქარების მოწოდებით გამოვიდა: [ყურეის ხმა] "ვუცხადებ ამერიკის ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ბუშს, ისრაელსა და მთელს მსოფლიოს - ახლა დადგა დრო ვიყოთ უფრო სერიოზულები". შეგახსენებთ, რომ პარასკევს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა გამოხატეს მზადყოფნა პალესტინის არჩევნების მხარდასაჭერად.
XS
SM
MD
LG