Accessibility links

logo-print

პალესტინელთა თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც


პალესტინელთა თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც იასირ არაფატის მემკვიდრე უნდა გამოვლინდეს, 9 იანვარს გაიმართება.

პალესტინელთა თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც იასირ არაფატის მემკვიდრე უნდა გამოვლინდეს, 9 იანვარს გაიმართება.
დღეს პალესტინელთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა საებ ერექათმა შემდეგი გამოაცხადა: [ერექათის ხმა] “კანდიდატებს 20 ნოემბრიდან 12 დღე მიეცემათ თავიანთი კანდიდატურები წარმოადგინონ, საარჩევნო კამპანია დაიწყება 27 დეკემბერს და 8 იანვარმდე გასტანს, არჩევნები 9 იანვარს მოეწყობა”.
არაფატი 40 წელიწადი წარმართავდა პალესტინელებს და არ დაუსახელებია მემკვიდრე. ფრანც-პრესი იუწყება, რომ ფათაჰის ფრაქციის მიერ მაჰმუდ აბასი იქნა დასახელებული კადნიდადატად. დღეს როცა აბასი მიუხალოვდა იმ კარავს, რომელიც არაფატისადმი პატივის გამოხატვის მსურველვათთვის დაიდგა ატყდა სროლა, მის ერთი მცველი მოკლეს, დაიჭრა 5 სხვა პირი. ვინ ისროლა არ იციან, მოწმეთა თანახმად, მსროლელები აბასს ამერიკელებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
პრეზიდენტის მოვალეობას ახლა პარლამენტის თავმჯდომარე რაუჰი ფათუ ასრულებს.
XS
SM
MD
LG