Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერმა ინტერნეტ-გვერდმა "კავკაზ-ცენტრმა"


ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერმა ინტერნეტ-გვერდმა "კავკაზ-ცენტრმა",

ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერმა ინტერნეტ-გვერდმა "კავკაზ-ცენტრმა",
გასული კვირის ბოლოდან "კავკაზცენტრ.ნეტ"-ის სახელით განაახლა მოქმედება შვედეთში არსებული სერვერიდან, რომლის დირექტორი იან ჰამბერგი ამბობს, რომ ჩეჩნების ინტერნეტ-გვერდის სტოკჰოლმიდან ამუშავების გამო ჯერ-ჯერობით რაიმე ოფიციალური საყვედური ინტერნეტ-პროვაიდერს არ მიუღია. "კავკაზცენტრის" საშუალებით ვრცელდება პრო-ჩეჩნური ინფორმაცია. აგრეთვე ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერების განცხადებები. ეს ინტერნეტ-გვერდი აქამდე ლიტვასა და ფინეთში მდებარე სერვერებიდან მუშაობდა. ლიტვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტმა ის ბესლანის ტრაგედიის შემდეგ აკრძალა, რადგან სწორედ ამ საიტის საშუალებით ჩეჩენმა მეამბოხეებმა მძევლების აყვანის ოპერაციაზე პასუხისმგებლად გამოაცხადეს თავი. მოგვიანებით "კავკაზპრესი" დახურეს ფინეთშიც.
რუსეთის “ჯარისკაცების დედების კომიტეტთა კავშირის” დელეგაცია ბრიუსელში ნოემბრის ბოლოს შეხვდება ჩეჩენთა ლიდერის ასლან მასხადოვის წარმომადგენელს ახმედ ზაკაევს, დელეგაციის ერთი წევრის თქმით, მიზანი შეხვედრისა ჩეჩნეთში სისხლისღვრის შეწყვეტაა.
XS
SM
MD
LG