Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრძანებით, საქართველოს


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ორშაბათიდან ხელფასები

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ორშაბათიდან ხელფასები
იზრდება იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ქართულ-ამერიკულ "წვრთნისა და აღჭურვის" სამხედრო პროგრამაში. თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრიგადის გენერალს ხელფასი აქამდე არსებული 130 ლარიდან 420 ლარამდე გაეზრდება, უფროს ლეიტენანტს 46 ლარიდან 195 ლარამდე. თავად მინისტრის ხელფასი კვლავ 460 ლარი იქნება, დეპარტამენტის ხელმძღვანელს – 370 ლარი ექნება, ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურე პირებს კი ხელფასი 20 ლარიდან 115 ლარამდე გაეზრდებათ.
XS
SM
MD
LG